19 მარტი, 2015

დუტა სხირტლაძე ახალ პროექტზე მუშაობს

duta9მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე ახალ პროექტზე მუშაობს. მისი ჩანაფიქრი სულხან საბა ორბელიანს და მის “სიბრძნე სიცრუისას” უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი აქტიურად არის დაკავებული და თითქმის ყველა არხზეა შესაძლებელი მისი ნახვა სხვადასხვა შოუებსა თუ პროექტებში, დუტა მიღწეულით არ კმაყოფილდება და არც ახალ ჩანაფიქრებზე ამბობს უარს.

მისი ახალი პროექტი საბავშვო პროექტია, რომელშიც სულხან საბას იგავ-არაკები გაცოცხლდება და სწორედ ამ იგავ არაკების ენით აპირებს მსახიობი მომავალ თაობას ესაუბროს.

როდის შეძლებს საზოგადოება დუტას ჩანაფიქრის რეალიზებული ფორმით ნახვას, ჯერჯერობით უცნობია.