Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია

metცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. მას 80 წელი შეუსრულდა.
საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. წლების განმავლობაში იყო კომპანია “ქართული ტელეფილმის” სამხატვრო ხელმძღვანელი.

პატარაობაში მომავალმა რეჟისორმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ”აკაკის აკვანი”, სადაც გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის როლი შეასრულა.

მისი სარეჟისორო დებიუტი ქართულ კინოში შედგა ფილმით „კარდაკარ”, რასაც მოჰყვა სხვა ფილმებიც “არდადეგებზე”, “მიხა”, „გზა მშვიდობისა, ჯაყო!”, „მწვერვალი”, „ცხელი ზაფხულის სამი დღე”, „ნუცას სკოლა”.

მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედების სავიზიტო ბარათია ფილმი “დიდი მწვანე ველი”, რომელშიც დოდო აბაშიძისა და ლია კაპანაძის დაუვიწყარი ტანდემი შედგა.
მერაბ კოკოჩაშვილმა ბოლოს ფილმი 2005 წელს გადაიღო და მას “უსუი” დაარქვა, რომელიც შექსპირის შემოქმედების მიხედვით არის გადაღებული.