20 მარტი, 2015

როგორ მოვარიდოთ ბავშვები კომპიუტერს?

kids_comp3კომპიუტერები, პლანშეტები და სმარტფონები დღეს ყველასთვის განუყრელი და საყვარელი ნივთია. თითქმის ყველა ოჯახში სერიოზული პრობლემაა ბავშვების კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს მათთვის სახიფათოა და სასურველია კომპიუტერთან და ტელევიზორთან პატარების ყოფნა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

როგორც მოვახერხოთ ეს?

“არტინფო” გთავაზობთ რამდენიმე სახალისო თამაშს, რომლითაც თქვენი პატარები კარგად გაერთობიან.

1. გაყინული დინოზავრები

გასაბერ ბუშტებში ფრთხილად მოათავსეთ პატარა დინოზავრები, ჩაასხით წყალი, შედეთ საყინულეში და ასე დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს გაჭერით ბუშტი, აიღეთ გაყინული დინოზავრი და ჩაქუჩით ალაგ-ალაგ ფრთხილათ დაუკაკუნეთ.

01

 

2. ცისარტყელა საპნის ბუშტებით

პლასტმასის ბოთლს მოაჭერით ძირი, ჩამოაცვით წინდა და დაამაგრეთ წებოვანათი. წინდას ბოთლის ძირში დააწვეთეთ სხვადასხვა ფერის საღებავი. შეურიეთ ჭურჭლის ჟელე ცოტაოდენ წყალში, ჩაყავით მასში წინდიანი ბოთლი, ჩაბერეთ და გამოუშვით ფერად-ფერადი საპნის ბუშტები.

02

 

3. თვითმფრინავი წვენსაწრუპით

მუყაოს ქაღალდისგან გამოჭერით ორი მართხკუთხედი 2,5 სანტიმეტრი სიგანით და 13 სანტიმეტრი სიგრძით. გააკეთეთ ერთი მუყაოსგან წრე და წებოვანათი მიამაგრეთ წვენსაწრუპის ერთ ბოლოს, მეორე მუყაოთი გააკეთეთ შედარებით პატარა წრე და ისიც მიამაგრეთ მეორე ბოლოში. ასეთი მარტივი თვითმფრინავი ძალიან კარგად და დიდხანს დაფრინავს.

03

 

4. არაორდინალური ჩოგბურთი

ჩვეულებრივი ჩოგბურთისგან განსხვავებით, შეგიძლიათ თქვენს პატარებს არაორდინალური ჩოგბურთი ეთამაშოთ. გააკეთეთ ჩოგნები ერთჯერადი თეფშების და ნაყინის ჯოხების დახმარებით, ხოლო ბურთად ბუშტი გამოიყენეთ.04

 

5. ტოსტები ცისარტყელას ფერებში

შედედებული რძე ჩაასხით პატარ-პატარა ჭიქებში, დაუმატეთ სხვადასხვა ფერის საჭმლის საღებავები და შეღებეთ დაჭრილი პურები.05

 

6. კოშკი ერთჯერადი ჭიქებისგან

ერთჯერადი ჭიქებისგან პატარებთან ერთად შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის, ზომის და სიმაღლის კოშკები ააშენოთ.

06

 

7. საპნის ღრუბელი

თუ საპონს მიკროტალღურ ღუმელში შედებთ, თქვენს პატარას ნამდვილ საპნის ღრუბელს აჩუქებთ.

07

 

8. წვენსაწრუპების მუსიკალური საკრავი

6-8 ცალი წვენსაწრუპი დაჭერით სხვადასხვა სიგრძეზე, დაალაგეთ სიმაღლის მიხედვით, შეაერთეთ წებოვანათი და დაუკარით.

08

 

9. საბავშვო სუმო

მოარგეთ თქვენს შვილებს მამიკოების მაისურები, ამოუდეთ ბალიშები და მოაწყეთ ორთაბრძოლა საბავშვო სუმოში.

09

 

10. კლასობანა სამზარეულოში

სამზარეულოში დაგებული მეტლახი კლასობანას სათამაშოდ გამოიყენეთ. საიზოლაციო ლენტით უჯრებზე გამოსახეთ ციფრები და ითამაშეთ.

10

 

11. რევერსი ორცხობილით

რევერსი ერთ-ერთი გონებრივი თამაშია. იმისთვის, რომ თქვენი პატარასთვის ეს თამაში უფრო საინტერესო გახდეს, ეთამაშეთ ორცხობილებით. მაგიდაზე საიზოლაციო ლენტით გააკეთეთ უჯრები, დაალაგეთ მასზე ორფერა ორცხობილები და მოემზადეთ გამარჯვებისთვის.

11

 

12. სამაჯურები ნაყინის ჯოხებით

ნაყინის ჯოხები ჩააწყეთ წყალში ორი დღის განმავლობაში. ამოიღეთ წყლიდან, ფრთხილად მოხარეთ და ჩააწყეთ ჭიქაში, რომ რკალის ფორმა მიიღონ, დადეთ მზეზე და გააჩერეთ ერთი დღე. დააწებეთ სამაჯურს სხვადასხვა ფერის წებოვანები, გახვრიტეთ კუთხეები და გაუყარეთ ძაფი.

12

 

13. ავტოსამრეცხაო ბავშვებისთვის

მართხკუთხედის ფორმის პლასტმასის ბოთლი გადაჭერით, ამოაჭერით კარი, ღრუბელი დაჭერით თხელ, გრძელ მართხკუთხედებად და წებოვანათი რიგ-რიგობით დაამაგრეთ კარზე. ჩადგით ავტოსამრეცხაო უფრო განიერ ტაშტში. ორ პატარა ყუთში ჩაასხით წვერის საპარსი ქაფი, მიიტანეთ თქვენი პატარების საყვარელი მანქანები, წაუსვით ქაფი და შეუშვით გასარეცხად. დაარქვით სახელი თქვენს ავტოსამრეცხაოს, დაწერეთ მუყაოზე, დააკარით შესასვლელში და მიიწვიეთ თქვენი შვილის მეგობრები.

13