7 მარტი, 2015

ბედნიერი ცხოვრების 20 ოქროს წესი

sss56ნებისმიერი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მის შეცნობას ანდომებს. ნაწილი ამაზე ბევრს ფიქრობს, ნაწილი კი საერთოდ არა, თუმცა ფაქტი ერთია, თითოეული ჩვენგანი საუკეთესო და ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობს და ეს ყველას თავისებურად ესმის. ასეა თუ ისე, ყველაფერი ყოველთვის უკეთესობისკენ იცვლება, უბრალოდ ხანდახან რაღაცეები უკეთესობისკენ საკმაოდ გრძელი გზით და თანაც ცუდის გავლით იცვლება.

“არტინფო” გთავაზობთ 20 უტყუარ ჭეშმარიტებას, რომელიც ცხოვრების შეცნობასა და დაგეგმვაში დაგეხმარებათ და ბედნიერებასაც გაპოვნინებთ:

1. ის ცოდნა, რომელიც გაქვთ, სულაც არ არის გარანტი თქვენი განვითარებისა. ყველაზე მთავარია ამ ცოდნის სწორად გამოყენება შეგეძლოთ;

2. რაც არ უნდა კარგი იდეა გქონდეთ, განხორციელების გარეშე ის არაფერია;

3. უკონტროლო სიტუაციები თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მხოლოდ 10 პროცენტით ახდენს, მაგრამ თქვენი რეაქციები მათზე თქვენივე ცხოვრების 90 პროცენტზე ახდენს გავლენას;

4. თუ დღეს არ დაიწყებთ რამის გაკეთებას, ვერ დაასრულებთ მას ხვალ, ამიტომაც არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დიდი ხნით გადადება;

5. განსახორციელებელი გეგმები იდეალური პირობების მოლოდინით დასაწყისშივე კრახისთვის არის განწირული;

6. თქვენ მიიღებთ იმას, რასაც იღებდით მანამ, სანამ გააგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აკეთებდით;

7. არსებობს ორი ვარიანტი: რაღაც გინდათ ყველაზე მეტად და რაღაც გინდათ ახლავე. დისციპლინა საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ხშირად ავირჩიოთ პირველი ვარიანტი;

8. რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო დიდი წარმატება გელოდებათ წინ;

9. რთული პერიოდები არ გრძელდება დიდხანს, მაგრამ თუ ადამიანს ჩვევად აქვს ყველაფერი გაართულოს, მაშინ ეს პერიოდები მის ცხოვრებაში სამუდამოა;

10. გახსოვდეთ, ჯერ არც ერთი ადამიანი არ დაბადებულა წარმატებული;

11. არსებობს უამრავი რამ, რაზეც ელემენტარული წარმოდგენაც კი არ გაქვთ;

12. ნებისმიერი გეგმა თავისი ნაკლოვანებებით ბევრად უკეთესია, ვიდრე გეგმის საერთოდ არქონა;

13. დასაწყისისთვის საჭიროა ისწავლოთ “კი”-ს თქმა, ეს თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში. შემდეგ უნდა ისწავლოთ “არა-“ს თქმა, რომ შეძლოთ გააანალიზოთ ყველაფერი და საკუთარი ცხოვრებიდან ყველაფერი ზედმეტი, ფუჭი და უსარგებლო გაცხრილოთ;

14. მიუხედავად იმისა, რამდენს გამოიმუშავებთ თქვენი ცხოვრების მანძილზე, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ეთრ ადამიანზე მუშაობთ – საკუთარ თავზე, ამიტომაც დაფიქრდით, რას ყიდით, ვისზე და რატომ;

15. არასოდეს დაივიწყოთ, რომ ყველა ადამიანს აქვს ძლიერი მხარეები;

16. თქვენ ვერასოდეს მიხვალთ არაჩვეულებრივ იდეამდე, თუ მანამდე დიდი რაოდენობით ცუდი იდეები არ გექნებათ;

17. იყო დაკავებული და იყო პროდუქტიული – ორი სხვადასხვა რამაა;

18. იყო ბედნიერი და იყო წარმატებული – ორი სხვადასხვა რამაა;

19. ნუ დაივიწყებთ, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში არჩევანის გაკეთება შესაძლებელია;

20. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, გახსოვდეთ, ისინი სწორედ მაშინ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, როცა ყველაზე აუცილებელია.