24 თებერვალი, 2015

ზაზა ურუშაძე: ”უსამართლობა არ მომხდარა”

zazazaza3333“მანდარინების” რეჟისორი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ “ოსკარზე” უსამართლობას ადგილი არ ჰქონია და “იდამ” სრულიად დამსახურებალდ მიიღო ოსკარი წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში:

“ერთადერთი ფილმი, რომელსაც დარბაზი, ფეხზე ამდგარი ოვაციებით შეხვდა, იყო “მანდარინები”, თან ეს ორჯერ მოხდა. უბრალოდ, “იდაც” ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით დასახელებული, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. შემოთავაზებები არის. ჯერ ველოდებით დისტრიბუციას. ამერიკა დაახლოებით ორ თვეში დააყენებს ამერიკის კინოთეატრებში “მანდარინებს”. ბევრ ქვეყანაში გაიყიდა,” – განაცხადა ზაზა ურუშაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.