9 თებერვალი, 2015

ვინ გახდება ”მისტერ ვალენტინი 2015”?

valentini2313 თებერვალს “მისტერ ვალენტინი 2015”-ის მონაწილეებიდან კომპეტენტური ჟიური ერთ საუკეთესოს შეარჩევს და მას “მისტერ ვალენტინის” ტიტულს მიანიჭებს.

წელს ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ბევრმა მამაკაცმა გამოთქვა, თუმცა ორგანიზატორებმა და ჟიურიმ ფინალისთვის 19 მათგანი შეარჩიეს.

”მისტერ ვალენტინი 2015”-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ გოგა ჯიქია, პაატა მიგინეიშვილი, ალექს ასკაროვი, ნიკოლოზ გულორდავა, გიორგი ღუდუშაური, ანრი ხახუტაშვილი, ალექსანდრე გელაშვილი, გიგი ლაზარეიშვილი, სოლომონ ირემაშვილი, ლუკა პატარიძე, გიორგი მუხრანელი, ტატო კახიძე, ზურა შავლიაშვილი, მებო შუკაკიძე, დავით გითოლენდია, ლევან სოლოღაშვილი, ირაკლი ოთარაშვილი, თემო ძაგნიძე და შმაგი ასაბაშვილი. სოციალურ ქსელში 19-ვე კონკურსანტის ფოტოა განთავსებული და ფეისბუქის მომხმარებელს ეძლევა შანსი თავისი რჩეული ხმის მიცემით გამოავლინოს.მას მისტერ ინტერნეტის წოდება მიენიჭება.

კონკურსანტები აქტიურად გადიან დეფილეს გაკვეთილებს, სწავლობენ პოდიუმზე სიარულს, ვარჯიშობენ და ცურავენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ. ისინი ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებით, სპორტული სამოსით და კლასიკული სამოსით წარსდგებიან. შარშან ამ კონკურსის გამარჯვებული თორნიკე ტყემალაძე გახდა.