21 თებერვალი, 2015

ვინ დააფინანსა ზაზა ურუშაძე 250.000-ით?

zaza123“მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფი ლოს ანჯელესშია. ოსკარების დაჯილდოების 87-ე ცერემონიალამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ზაზა ურუშაძეს ოფიციალურად გადაეცა სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ”მანდარინების” ნომინირებას საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში. თბილისში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ 250.000 ლარი მიიღო. ინფორმაციას რეჟისორი ქეთი დოლიძე ავრცელებს:

“მოგვიანებით, მინდა ერთ ადამიანს მადლობა გადავუხადო. არ მიყვარს, როდესაც სიკეთეს არ აღნიშნავენ. როგორც სარწმუნო წყაროდან გავიგე, “მანდარინებისთვის” და “სიმინდის კუნძულისთვის” ორი წლის წინ, პირადად ალექსანდრე მარგიშვილის დიდი ძალისხმევით, გეგმის გარეშე, რადგან ეს მნიშვნელოვანი პროექტები იყო, კულტურის სამინისტროდან ზაზა ურუშაძემ მიიღო 250.000 ლარი, გიორგი ოვაშვილმა 400.000. ორივე ფილმი წარმატებულია და მე ვუხდი პირადად მადლობას ამისთვის ბატონ ალექსანდრეს. ასეა ეს. მიკვირს, რატომ არავინ არაფერი თქვა ამ ხნის მანძილზე…. კულტურაა ერთადერთი ექსპორტი საქართველოსი ჯერ-ჯერობით და მას მოვლა უნდა… ალეკო, იმედი მაქვს, მერიაშიც კულტურა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება! გაიხარეთ!”