2 თებერვალი, 2015

ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმია

vera690 წლის ლეგენდარულ ქართველ ბალერინას ვერა წიგნაძეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ·

საიუბილეო საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. გალა-კონცერტის რეჟისურაზე ავთანდილ ვარსიმაშვილმა იმუშავა. საიუბილეო გალა-კონცერტში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.

ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: იგორ არტამონოვი, ლუდმილა ხიტროვა, კონსტანტინ გერონიკი( მინსკის დიდი თეატრი, ბელორუსი); მეთიუ გოლდინგი (სამეფო ბალეტი, ინგლისი); ანა ციგანკოვა, მაია მახათელი, არტურ შესტიარიკოვი (ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტი); ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჯოფრი ბალეტი, აშშ).

ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე შესრულდა პა დე დეები კლასიკური ბალეტებიდან: „დონ კიხოტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „რაიმონდა“, „ჟიზელი“, „კონკია“ და თანამედროვე ქორეოგრაფების ნომრები.