Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვასო ფხაკაძე მამა გახდა

20 თებერვალი, 2015

vaso123“კომედი შოუს” მსახიობი, იუმორისტი ვასო ფხაკაძე მამა გახდა. 20 თებერვალს მას და მის მეუღლეს ლიკა მეტრეველს პირველი შვილი ეყოლათ. მშობლებმა პატარას ნინა დაარქვეს. დედა შვილი თავს კარგად გრძნობს.

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი გასული წლის აპრილში დაქორწინდნენ. ვასომ, რომლის დაოჯახება ლამის ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორც იქნა იპოვა თავისი მოსაწონი გოგონა და მასთან ერთად ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ლიკა პროფესიით მოდელია და თან იურიდიულ განათლებასაც იღებს. ვასო ლიკაზე 16 წლით უფროსია, თუმცა ეს წყვილს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.

თავდაპირველად ისინი თავის ურთიერთობას არ ასაჯაროებდნენ და როცა ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამას ახლო მეგობრობით ხსნიდნენ. მათი სიყვარულის ამბავი საბოლოოდ ლიკამ გაასაჯაროვა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი რჩეული სწორედ ვასო ფხაკაძე იყო.

”არტ ინფო” ულოცავს ვასოს და ლიკას პატარა ნინას დაბადებას და ბედნიერებას უსურვებს.