3 თებერვალი, 2015

ვალერი მელაძე დააჯილდოვეს

meladze7მომღერალი ვალერი მელაძე დააჯილდოვეს. მან მიიღო დიდი ოქროს მედალი კულტურაში თავდაუზოგავი შრომისთვის და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

ჯილდო მომღერალს ნიკალაევში გამართულ კონცერტზე გადასცეს. ვალერი მელაძემ აღიარა, რომ მისთვის ეს სცენა გამორჩეულად საყვარელია:

“ჩემთვის დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა აქ სიმღერა, იმიტომ რომ ეს სცენა ჩემთვის ყოველთვის საოცნებო იყო. როდესაც აქ პირველად ვიმღერე ჯგუფ “აპრილთან” ერთად, ეს ენით აუწერელი გრძნობა იყო. არ ვიცი დადგა თუ არა უკვე დრო, გავიხსენო ის, რაც იყო ადრე და გადავაქციო დღევანდელი კონცერტი მოგონებების ზღაპრად, მაგრამ ამის ართქმა დანაშაული იქნებოდა. ბედნიერი ვარ, რომ გარშემო მყავს ადამიანები, ვინც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.”