27 თებერვალი, 2015

ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილე კონფერენციით აღინიშნება

vaxtang527 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 105 წელი სრულდება. იუბილე სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციით აღნიშნება. საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით, თბილისის მეორე საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში 27 თებერვალს, ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმში ჩატარდებასამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტები.

ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი ვახტანგ ჭაბუკიანი ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლად არის მიჩნეული. გენიალური მოცეკვავე არაერთი ნიჭიერი მოცეკვავის აღმზრდელია. მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი.

ვახტანგ ჭაბუკიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდისა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.