Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უინტი ჰიუსტონის ქალიშვილი კომაშია

1 თებერვალი, 2015

Bobbi-Kristina3მსოფლიო ვარსკვლავის უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ბობი კრისტინა კომაშია. ამ გადაწყვეტილებამდე ექიმები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 911-ზე ბრაუნების სახლიდან ზარი შევიდა და ბობი კრისტინას დასახმარებლად მედიკოსთა ბრიგადა გაემგზავრა.

მომღერლის ქალიშვილი ხელოვნურ კომაშია. მას ტვინზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ამიტომაც ექიმებმა გოგონას ჯანმრთელობის გადასარჩენად ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შვილთან უკვე შეუშვეს ბობი ბრაუნი.

პარალელურად, ქალაქის პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. სამართალდამცველებს მათი სახლის ჩხრეკის ორდერიც აქვთ, რათა სიმართლე დადგინდეს. ბობი კრისტინა უგონო მდგომარეობაში აბაზანაში ქმარმა ნიკ გორდონმა და მისმა მეგობარმა აღმოჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ გონების დაკარგვის რეალური მიზეზი უცნობია, არც ნარკოტიკებზე და არც ალკოჰოლზე საუბარი არ მიმდინარეობს.

ბობი კრისტინას დედა უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ლოს ანჟელესის ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში ისიც უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. უიტნის გადარჩენა ვერ მოხერხდა, გადარჩება თუ არა მისი ქალიშვილი, ბობი კრისტინას მკურნალი ექიმები ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ.