Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისში ბრაზილიელ რეჟისორს ელოდებიან

10 თებერვალი, 2015

ax511 თებერვალს თბილისს ახმეტელის თეატრის მოწვევით ახალგაზრდა ბრაზილიელი რეჟისორი, პოსტ-ბოალის თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი როდრიგო ფიშერი ეწვევა.

ის 12, 13 და 14 თებერვალს ახმეტელის თეატრში ჩაატარებს მასტერკლასებს უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

როდრიგო ფიშერი ბრაზილიელი ხელოვანი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და გამნათებელია. ის ახალი აუდიოვიზუალური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ჰიბრიდული კვლევის ინტერფეისს კინოსა და თეატრზე. მისი, როგორც თეატრის რეჟისორისა და მკვლევარის ნამუშევრები უკვე ნაჩვენებია არგენტინაში, ბელორუსიაში, ბრაზილიაში, ჩილეში, ესტონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში.

როდრიგო ფიშერმა ჩამოაყალიბა Grupo Desvio, რომ განევითარებინა წარმოდგენის სისტემა, ამ მეთოდის შედეგად მთელი აქცენტი მსახიობის პროფესიონალიზმსა და შესრულების მანერაზე გადადის. აღსანიშნავია, რომ თავის სადოქტორო ნაშრომში მან გაანალიზა ჯონ კაცავეტეს ნაშრომები და მისი პოეტური კავშირი თეატრსა და კინომატოგრაფიასთან, სადაც მთავარი აქცენტი სწორედ მსახიობების თამაშს ეთმობოდა.

როდრიგო ფიშერის წარმოდგენა – 3   Legged Dogand Misanthro Freak ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელია ბრაზილიაში და აღიარებულია 2014 წლის საუკეთესო ნამუშევრად. როდრიგო ფიშერმა იმუშვა ბრაზილიაში მოღვაწე ისეთ დიდ ადამიანებთან როგორებიც არიან ანტონიო აბუიამრა, ჰიუგო როდასი და დომინგოს დე ოლივეირა.

კინოინდუსტრიაში, როდრიგო ფიშერმა ალუმბრამნტოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ორ მნიშვნელოვან ფილმში At the wrong place და მოკლემეტრაჟიან ფილმში O amor nunca acaba.

მიმდინარე წლის მარტში როდრიგო ფიშერი ახმეტელის თეატრის დასთან ერთად სპექტაკლს განახორციელებს.