24 თებერვალი, 2015

თათული დოლიძე იუბილარია

tatuli44424 თებერვალს თათული დოლიძის დაბადების დღეა. გამორჩეულად ნიჭიერ მსახიობს გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს და მისი შემოქმედებაც მაყურებლისთვის გამორჩეულად ინდივიდუალურია.

მსახიობმა თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში და დღემდე ამ დასის უცვლელი წევრია. მხოლოდ ერთხელ თათული დოლიძემ ითამაშა თეატრალურ სარდაფში, სადაც ჰერტრუდას როლი განასახიერა ,,ჰამლეტში”.
ადელა, მარინე, გაიანე, ნუნუ ექიმი, თინა, ქეთევან ახატნელი, გრუშე, ანო, ნატაშა, გონერილი, დარეჯანი, ირინე კვაშალი, ალისა, გალილეო გალილეი – ეს ის სპექტაკლებია, რომელშიც იუბილარმა მსახიობმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი, რომელშიც თათული დოლიძე მიიწვიეს, რობერტ სტურუას მიერ დადგმული წარმოდგენაა “ასულნი” – ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით.

რაც შეეხება კინოკარიერას, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-მდე ფილმში, მათ შორისაა, “ნათლისღება”, “თვალი პატიოსანი”, “მედეა”, “გასეირნება თბილისში”, “დონ ჟუანის დაბადება”.