Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოსო ნემსაძე მამა გახდა

6 თებერვალი, 2015

soso3რეჟისორი და გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე მამა გახდა. 5 თებერვალს მას და მის მეუღლეს გვანცა ბუბუტეიშვილს მესამე ქალიშვილი შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

პატარას ბედნიერმა მშობლებმა ანა დაარქვეს. სოსო და გვანცა დიდხანს ფიქრობდნენ, რა დაერქმიათ მესამე ქალიშვილისთვის, აზრი მეგობრებსაც ჰკითხეს და გოგონასთვის შერჩეული მათი სახელების ვერსიებიც განიხილეს, საბოლოოდ კი პატარას სახელი ანა შეურჩიეს. წყვილს უკვე ჰყავს 2 ქალიშვილი – 8 წლის თათული და 4 წლის სესილი.

წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო. ფეისბუქში პატარა ანას სურათიც აიტვირთა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

“არტინფო” ულოცავს სოსო ნემსაძეს და გვანცა ბუბუტეიშვილს მესამე ქალიშვილის დაბადებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს.