2 თებერვალი, 2015

სანდრო მარგალიტაშვილი თავისუფალი თეატრიდან წავიდა

sandro2თავისუფალი თეატრის მსახიობი სანდრო მარგალიტაშვილი თეატრიდან წავიდა. ამის მიზეზი მისი გადაწყვეტილება გახდა, რასაც თეატრის ხელმძღვანელობა და მისი კოლეგები გაგებით მოეკიდნენ.

სანდრო მარგალიტაშვილი საცხოვრებალდ ამერიკაში გადავიდა, ამიტომაც მან ბოლოჯერ ითამაშა თავისუფალი თეატრის სცენაზე სპექტაკლი და იქიდან პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა.

მსახიობმა კოლეგებთან ერთად მაყურებელს წარუდგინა ავთო ვარსიმაშვილის მიერ დადგმული “კავკასიური ცარცის წრე”. ეს არის სპექტაკლი, რომელიც 6 წელია სრული ანშლაგებით მიდის თეატრის სცენაზე:

“კავკასიური ცარცის წრე” 6 წელია სრული ანშლაგით მიდის ჩვენი თეატრის სცენაზე, ის რამოდენიმეჯერ ნაჩვენები იქნა საზღვარგარეთ და ყველგან, ყოველთვის მას დიდი ოვაციები ხვდა. სპექტაკლში დაკავებული თეატრის დასის სრული შემადგენლობა და მაყურებელს შეუძლიათ ყველა მსახიობი ერთად იხილოს სცენაზე. ბოლო სპექტაკლი განსაკუთრებულად საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა, მასში ბოლოჯერ ითამაშა ჩვენს თეატრში სანდრო მარგალიტაშვილმა, რომელიც სამუდამოდ გადადის საცხოვრებლად ამერიკაში! თეატრის დასი დაემშვიდობა სანდროს ამ სპექტაკლით. იმ დღეს აზდაკის როლი შეასრულა აპოლონ კუბლაშვილმა, გრუშეს როლი კი მარიშა კიტიამ,” – ნათქვამია თავისუფალი თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსახიობს მაყურებელმა საკმაოდ ემოციური გაცილება მოუწყო. შუშხუნებითა და ბრავოს შეძახილებით დარბაზში მყოფი მაყურებლები დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავისუფალი თეატრის დასს და განსაკუთრების სანდროს. ის ავთო ვარსიმაშვილის თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობს, ასევე გადაღებულია კინოკომპანია ”ვარსსტუდიოს” ფილმებში, რომელთა რეჟისორიც ავთო ვარსიმაშვილია.