25 თებერვალი, 2015

რობერტ სტურუა: ’’ყველაფერში ეჭვი მეპარება’’

robert4რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაერუბა:

“ავადმყოფობა, მეორე მხრივ, ცუდი არ ყოფილა – ვატრიალებ ტვ-არხებს და უკვე ყველაფერში მეპარება ეჭვი: ეს კი ჩემნაირი პატრიოტისთვის ქვეყნის სიყვარულის უმძიმეს გამოცდას წარმოადგენს, ისევ ის ქლესა მაძღარი სახეები, ისევ აუტანელი თვალთმაქცობა და უნიჭო იდეოლოგია! კომპრომისებმა სინდისი გაცრიცეს და ისე ოსტატურად გააქრეს, რომ არც არავინ შეამჩნია და უკვე არავის ახსენდება. არაფერს ვამბობ, ქედმაღალ დაბალ გემოვნებაზე, უვიცობის ღრმა პროვინციულ ელფერზე, ჩვენმა ჟურნსლისტებმა რომ მოახვიეს ისედაც დაბეჩავებულ ხალხს! როგორც რამაზ ჩხიკვაძეს აკოფა ამბობდა: “ნეტავ აქ არ ჩამოვსულიყავი და ორივე ფეხი აი… აი აქ მომტეხოდა!”

ვითომ ჟურნალისტები, ვითომ ინტელექტუალები, ვითომ თავისუფლები, ვითომ ორბელიანები, ვითომ ქართველები, ყველაფრის მცოდნე, ვითომ წესიერები… რა მათი საქმეა, მე სად ვიქნები… ვითომ მორწმუნენი… ვითომ ლამაზები, ვითომ ვაჟკაცები… და ამავე დროს, ვაიმე, რა ნაღდი ევროპელები…”