10 თებერვალი, 2015

რიმას ტუმინასი თბილისში ჩამოდის

tuminas456ლიტველი რეჟისორი რიმას ტუმინასი საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” ავრცელებს.

ფესტივალის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წელს “საჩუქარი” 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა გამოცხადდება მარტის თვის ბოლოს, თუმცა ზოგიერთი პროექტის შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი ასეთი სასიამოვნო სიახლე თეატრის მოყვარული მაყურებლებისთვის რიმას ტუმინასის თბილისში ვიზიტია. რეჟისორი ფესტივალზე “საჩუქარი” ბრუნდება. ის თბილისელი მაყურებლისთვის მსოფლიო სცენებზე გახმაურებული ალექსანდრე პუშკინის “ევგენი ონეგინს” თბილისში ჩამოიტანს.

18-25 თებერვალს სპექტაკლი ლონდონში, ცნობილ ბარბიკანის სცენაზე გათამაშდება. ბილეთები 2 თვეა უკვე რაც გაყიდულია. დიდი ქალაქი ამ მოვლენას მოუთმენლად ელის.
“საჩუქარი” კი მსოფლიო სცენების მხარდამხარ რიმას ტუმინასის “ევგენი ონეგინს” 2015 წლის ფესტივალზე თავის ერთგულ მაყურებელს შესთავაზებს.