Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რატომ ვერ მოხვდა ია სუხიტაშვილი ოსკარზე?

23 თებერვალი, 2015

ia45678რუსთაველის თეატრის მსახიობმა და მიშა მესხის მეუღლემ ია სუხიტაშვილმა ამერიკაში გამგზავრების გამო, რუსთაველის თეატრში სპექტაკლი მოხსნა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრება. მსახიობმა, რომელიც მეუღლის გასამხნევებლად ჩავიდა ლოს ანჯელესში წითელ ხალიჩაზე გავლა ვერ შეძლო და ქართველებს რიგითი მაყურებელივით ტელეეკრანიდან უგულშემატკივრა.

როგორც მსახიობმა “იმედთან” საუბარში განაცხადა, მან ცერემონიალზე დასასწრებად რეგისტრაცია დროულად ვერ გაიარა:

“ჩემი წასვლა ვერ მოხერხდა იმ სიგიჟის გამო, რაც დაგვემართა სტამბულის აეროპორტში. ეს იქ სამდღიანი ცხოვრების გამო მოხდა. პირადად იყო საჭირო რომ იქ ვყოფილიყავი და აკრედიტაცია გამევლო. ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ ის კაბა, რომელსაც ასე სათუთად და გულიც კერავდნენ, ვერ ჩავიცვი.”

“მანდარინებისთვის” ოსკარზე გამგზავრება თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა. საქართველოდან გამგზავრებული მსახიობები დიდთოვლობის გამო თურქეთის აეროპორტში ჩარჩნენ, მიშა მესხმა აღმოაჩინა, რომ პასპორტი დაკარგა, თუმცა მალევე იპოვა, ამერიკაში ჩასულმა გიორგი ნაკაშიძემ ფეხსაცმელები დაკარგა, მიშა მესხს კი დოლბის კინოთეატრში ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ჩაეძინა.