7 თებერვალი, 2015

რატი დურგლიშვილის შემოქმედებაში სიახლეა

ratiiiiii6რატი დურგლიშვილის შემოქმედებით კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომღერალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, სოლოკარიერა დაიწყოს.

მან მუსიკისა და დრამის თეატრში მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები შეკრიბა და თავისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა მოაწყო.

რატის ახალ სიმღერას “ქალაღლდის ნავი” ჰქვია და ის გასული წლის მაისში დაიწერა. სიმღერის და არანჟირების ავტორი რატი დურგლიშვილია, ტექსტი მანანა სიამაშვილს ეკუთვნის. მომღერალმა სიმღერა იტალიისა და საფრანგეთის ხმის ჩამწერ სტუდიებში ჩაწერა. კლიპი კი მილანშია გადაღებული და ტრადიციულად სიყვარულს ეძღვნება.

ეს სიმღერა შესულია რატის, როგორც სოლომომღერლის სადებიუტო ახალ ალბომში. ალბომი გაზაფხულზე გამოვა და ეს რატის პირველი საავტორო ალბომი იქნება.