Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რაში ადანაშაულებენ რობერტ დე ნიროს?

27 თებერვალი, 2015

De_Niro71 წლის მსახიობი რობერტ დე ნირო სკანდალში გაეხვია.როგორც უცხოური გამოცემები იტყობინებიან, მონსერატ კაბალიეს, ტინა ტერნერის, დევიდ ბოუის, ჯონ მალკოვიჩის, დოლჩე და გაბანას მსგავსად, სამართალდამცავებმა დე ნიროც კანონის დარღვევასა და გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს.

მსახიობი, რომლის ქონებაც 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული, დიდხანს არ აქცევდა ყურადღებას იმ უწყისებს, რომლებსაც მას საგადასახადო სამსახური უგზავნიდა.დე ნირო მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როცა მას ერთ-ერთი ბინის დაყადაღებით დაემუქრნენ.

მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა თავად მსახიობმა, თუმცა მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ვარსკვლავი გაურკვევლობის მსხვერპლი გახდა. სამართალდამცველები უწყისებს იმ მისამართზე აგზავნიდნენ, სადაც მსახიობი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს. როგორც კი დე ნირო საქმის ვითარებაში გაერკვა, ქვითარი მაშინვე გამოწერა. მთლიანობაში მსახიობს 6,4 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.