13 თებერვალი, 2015

რას აპროტესტებს მიშა გომიაშვილი?

gomiashvili777მსახიობი მიშა გომიაშვილი გიორგი ნაკაშიძის მიერ წამოწეულ თემას ეხმიანება და თავის მოსაზრებასაც აფიქსირებს კულტურის სამინისტროს მიერ ქართული კულტურის მიმართ უყურადღებობის გამოჩენასთან დაკავშირებით:

“ფილმმა „პრეზიდენტი“ (არ ვლაპარაკობ იმაზე კარგია ფილმი თუ ცუდი…) გახსნა ვენეციის კინოფესტივალი, გოას კინოფესტივალი, თბილისის კინოფესტივალი, ბუსანის კინოფესტივალზე 98 ფილმიდან 4 ფილმში გალა წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა და სპეციალური სტუმრების სტატუსით ვიყავით მიწვეულები. ეს დიდი პატივია ჩვენთვისაც და ფილმისთვისაც. კარგი ეს არ ესმით, ტოკიოს და ბეირუთის კინოფესტივალზე მთავარი პრიზები მიიღო ფილმა და ჩიკაგოს 50-ე საიუბილეო კინოფესტივალზე ფილმს მიანიჭეს ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ჰუგო“ როგორც საუკეთესო ფილმს…. და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე თვეში მოხდა.

1974 წელს „ოქროს ჰუგო“ გიორგი შენგელაიას ფილმს „ფიროსმანი“ მიანიჭეს, როგორც საუკეთესო ფილმს.

და 1987 წელს ბატონ ავთო მახარაძეს როგორც საუკეთესო მსახიობს, ფილმში „მონანიება“.

და ამდენი წლის შემდეგ ქართულ ფილმს მიენიჭა ეს პრიზი… და ისიც ჩემი ფეისბუკის გვერდიდან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის…

ხომ შეიძლებოდა რომ, ან კულტურის სამინისტროს ან ვინმეს მოელოცა, დღეს ყველას აქვს სოციალურ ქსელში გახსნილი საკუთარი გვერდი, (ოფიციალურ სტრუქტურებს ვგულისხმობ) გაიმეტე რამდენიმე სიტყვა.. მიულოცე გადამღებ ჯგუფს… ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შენი ქვეყნის წარმატებაც არის…

პ.ს. ჩიკაგოს ფესტივალზე მოწვევა რომ მივიღე (ხუთ ვარკვლავიანი სასტუმრო და ბიზნეს კლასის მგზავრობა, ისინი პატივს გვცემენ და გვაფასებენ….) ვიზის გასაფორმებელი ფული არ მქონდა და ვერ წავედი, სხვათაშორის გოას ფესტივალზეც….

მამამ არ დამიტოვა ფული…..ბოდიში…”