Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რამინ მიქაბერიძე ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვეს

20 თებერვალი, 2015

ramin-miqaberidze78788778საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი რამინ მიქაბერიძე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმაღლესი ჯილდოთი ხელოვნების ქურუმით დააჯილდოვა ფოლკლორული მუსიკის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

რამინ მიქაბერიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ანსამბლები: რუსთავი (პირველი თაობა), მართვე (პირველი თაობა), გეორგიკა, საგალობელი, ბათუმის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, მიქაბერიძეების საოჯახო ანსამბლი, ბავშვთა გაერთიანებული გუნდი („საგალობელი“, „მართვე“, „მძლევარი“, „ერქვანი“, „ბიჭები“) და კახი კავსაძე.

რამინ მიქაბერიძე ანსამბლ “რუსთავის” ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელი იყო, ის პირველ ხმას მღეროდა. ცნობილია მისი დუეტი ჰამლეტ გონაშვილთან. ამჟამად მომღერალი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და ფოლკლორული ანსამბლის “საგალობელი” ხელმძღვანელია.