4 თებერვალი, 2015

რა პრობლემებია ჭაბუკიანის საბალეტო სასწავლებელში?

sabaleto-skola6რა პრობლემების წინაშე დგას ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში? ამის გასარკვევად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სასწავლებელს ეწვია.

მინისტრის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ამიტომაც მიხეილ გიორგაძე საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ზვიად ბაქრაძეს, სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სასწავლებლის აღსაზრდელებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს.

პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების მონახულებას გეგმავს.