12 თებერვალი, 2015

ქართველი მომღერლები ’’მარია სტიუარტის’’ მსოფლიო პრემიერაში

stiuartiორი ქართველი საოპერო მომღერლი ქეთევან ქემოკლიძე და შალვა მუქერია ვარშავის ოპერის მსოფლიო პრემიერაში ერთად იმღერებენ.

20 თებერვალს პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში პირველად ამ თეატრის ისტორიის განმავლობაში გაიმართება გაეტანო დონიცეტის ოპერის „მარია სტიუარტი”-ს მსოფლიო პრემიერა, რომელშიც წამყვან პარტიებს იმღერებენ ქართველი მსოფლიო ვარსკვლავები.

დედოფალ ელისაბედის პარტიას მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე იმღერებს. მას ორმაგი დებიუტი ექნება, პირველად გამოვა პოლონელი მსმენელის წინაშე, ხოლო ლესტერის პარტიას შეასრულებს ტენორი შალვა მუქერია, ისიც პირველად იმღერებს პოლონეთის დედაქალაქში, რომელმაც უკვე დიდი წარმატება მოიპოვა ამ პარტიით ფლორენციასა და პალერმოში.

სპექტაკლს უდირიჟორებს პოლონეთის ნაციონალური ოპერის მთავარი დირიჟორი ანდრი იურკევიჩი, რომლის პირადი მოწვევითაც იმყოფებიან ქართველი მომღერლები ვარშავაში. სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნით მოსე ლეიზერს და პატრის კურირს. ლონდონსა და ბარსელონაში დადგმას უკვე დიდი წარმატება ხვდა წილად, ახლა კი ვარშავის ჯერია.