2 თებერვალი, 2015

ქართველი მევიოლინე დახმარებას ითხოვს

ia56ქართველი მევიოლინე ია დავითაშვილი დახმარებას ითხოვს. ის პირველია საქართველოდან, ვინც ზალცბურგის მოცარტეუმში ჩააბარა, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ია დავითაშვილი საქართველოს სიმფონიეტას წევრია, ზალცბურგის მოცარტეუში სექტემბერში ჩაირიცხა, მაგრამ უფინანსობის გამო, სწავლის გაგრძელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მევიოლინემ დახმარებისთვის შესაბამის უწყებებსაც მიმართა. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მწირია და ამიტომაც იას ვერ დაეხმარებიან. როგორც გაირკვა, უცხოეთში სახელოვნებო ფაკულტეტების დაფინანსება წელს სახელმწიფო პრიორიტეტი არ არის.

ახალგაზრდა მევიოლინე აღნიშნავს, მას მეგრობრები და კამერული ორკესტრის წევრები უკვე დაეხმარნენ, ფული შეუგროვეს და გასამგზავრებელი თანხა ასე შეაგროვა, მაგრამ სწავლისთვის საჭირო ფინანსების მოპოვებაში ისინიც უძლურები არიან.