ჯეიმს ბონდის როლის ერთ-ერთი შემსრულებლისთვის გასული ღამე საკმაოდ სახიფათო და მძიმე აღმოჩნდა. ბონდიანას 61 წლის მსახიობს პირს ბროსნანს მალიბუში ცეცხლი გაუჩნდა. დანაშაულის ადგილზე ოპერატიულად მივიდა პოლიცია და ცეცხლის გაჩენის მიზეზების კვლევა დაიწყო.
ბროსნანის 10 მილოინ დოლარად შეფასებული ფეშენებელური სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები 35 წუთის განმავლობაში მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი საკმაოდ მალე გავრცელდა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მსახიობი ეჭვობს, რომ ხანძარი ავტოფარეხში გაჩნდა და შემდეგ მთელ სახლს მოედო.
პირს ბროსნანმა მალიბუში ეს სახლი 2000 წელს იყიდა და იქ თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. 1200 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ სახლში ყველაფერი იყო სრული კომფორტისთვის, 4 უზარმაზარი საძინებელი, სპორტდარბაზი, არტ სტუდია, საუნა, სპა სალონი, ბარი და აუზი, რომელშიც ზღვის წყალია.