7 თებერვალი, 2015

პაატა ბურჭულაძემ ბილეთები გააიაფა

paata456მსოფლიოში ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ თავისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები გააიაფა.

როგორც საღამოს ორგანიზატორი კომპანია “არტპალასი” იტყობინება, მათ დაუშვეს საჩუქარი მათთვის, ვინც პაატა ბურჭულაძის საღამოზე დასწრებას ვერ ახერხებდა.

დღეიდან 90 და 100 ლარიანი ბილეთები 60 ლარად გაიყიდება ხოლო ფასთა შორის განსხვავებას, ბატონი პაატა ბურჭულაძის თხოვნით, კომპანია ,,ლილო მოლი“ დაფარავს.

“ძალიან კარგი სიახლე გვაქვს პაატა ბურჭულაძის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის, რომლებიც, საბედნიეროდ, იმაზე მეტი აღმოჩნდნენ, ვიდრე ველოდით. თავიდანვე გავითვალისწინეთ უამრავი მსურველის ფინანსური მდგომარეობა და კონცერტის მასშტაბურობის და დიდი ბიუჯეტის მიუხედავად 10 და 25 ლარიანი ბილეთებიც კი ჩავუშვით გაყიდვაში. დაბალფასიანი ბილეთები ორ დღეში გაიყიდა, რის გამოც უამრავი ადამიანი, რომელთაც არ აქვთ 90 და 100 ლარიანი ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა უბილეთოდ დარჩა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბატონი პაატას თხოვნით კომპანია ,,ლილო მოლმა” დიდი საჩუქარი გაუკეთა საღამოზე დასწრების ყველა მსურველს: დღეიდან 90 და 100 ლარიანი ბილეთები 60 ლარად გაიყიდება, ხოლო ფასთა შორის დანაკლისს კომპანია ,,ლილო მოლი“ დაფარავს,” – განაცხადა “არტპალასის” პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ.