Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ორნელა მუტის პატიმრობა ემუქრება

26 თებერვალი, 2015

ornela5იტალიური პრესის ცნობით, მსახიობ ორნელა მუტის პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ განაჩენი მსახიობს სპექტაკლის არასაპატიო მიზეზის გაცდენის გამო გამოუტანა.

ორნელა მუტის სასამართლომ დააკისრა რვათვიანი პატიმრობა და 600 ევროიანი ფულადი ჯარიმა. სასჯელის მოხსნის სანაცვალოდ, იტალიელ ლამაზმანს შესთავაზეს თეატრისთვის 30.000 ევროს გადახდა.

საუბარი ეხებოდა 2010 წელს დადგმულ სპექტაკლს. 10 დეკემბერს მსახიობს მონაწილეობა უნდა მიეღო იტალიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე ჯუზეპე ვერდის სახელობის თეატრის სპექტაკლში. წარმოდგენაში მონაწილეობის ჰონორარი 25.000 ევროს წარმოადგენდა.

ორნელა მუტის თეატრმა ჰონორარი გადაუხადა, მაგრამ მან სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო და არც ჰონორარი დააბრუნა უკან. მსახიობის მიერ დასახელებული მიზეზით, ის ლარინგოტრაქეიტით იყო ავად და შესაბამისი სამედიცინო ცნობაც წარმოადგინა. სამედიცინო ცნობა, რომელიც იტალიელმა მსახიობმა თეატრში მიიტანა, ყალბი აღმოჩნდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ დღეს იტალიელი მსახიობი სანკტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე იმყოფებოდა რუსეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან და ჰოლივუდის მსახიობთან კევინ კოსტნერთან ერთად.