’’ორი ვარსკვლავი’’ კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა

ori-varskvlavi222მუსიკალური შოუს “ორი ვარსკვლავის” მეორე საკონკურსო ტური ქართულ სიმღერებს დაეთმო. ჟიურის მეოთხე წევრად შოუს პროდიუსერებმა კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე მიიწვიეს.

კონკურსანტების მიერ შესრულებული სიმღერები ჟიურიმ ობიექტურად შეაფასა და შესაბამისი ქულებიც დაწერა. ჟიურის ქულების და მაყურებელთა ესემესების დაჯამებით 11 წყვილიდან ორი აუთსაიდერი გამოვლინდა. ამ ტურში ესენი გახდნენ როლანდ ოქროპირიძე და მარიკო ლეჟავა და ლუკა ზაქარიაძე და ნათია ფარჯანაძე.

პროექტის წამყვანებმა დუტა სხირტლაძემ და მაკა ზამბახიძემ კიდევ ერთი წუთი მისცეს მაყურებელს იმისთვის, რომ თავისი ფავორიტი გადაერჩინათ. საბოლოოდ პროექტი ნათია ფარჯანაძემ და ლუკა ზაქარიაძემ დატოვეს.

“ორი ვარსკვლავის” მესამე საკონკურსო ტურში ერთმანეთს 10 წყვილი შეეჯიბრება.