14 თებერვალი, 2015

ნოდიკო ტატიშვილი მეჯლისზე მიიწვიეს

nodiko33333ჯეოსტარის გამარჯვებული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი შვედეთში, სტოკჰოლმში ყოველწლიურ ზამთრის სამეფო მეჯლისზე მიიწვიეს. მასთან ერთად, მეჯლისზე სოფო გელოვანიც იყო მიწვეული, თუმცა სოფომ იქ ჩასვლა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო, მას სულ ახლახანს პატარა შეეძინა. მეჯლისზე სამეფო გვარის წარმომადგენლები იკრიბებიან და ის დედოფლის სალქველმოქმედო ფონდის პატრონაჟით ტარდება.

სამეფო მეჯლისზე მომღერალმა შეკრებილი მსმენელისთვის რამდენიმე სიმღერა იმღერა, მათ შორის, ევროვიზიაზე შესრულებული სიმღერა, თბილისო და სულიკო.

ნოდიკო პირველი ქართველი მომღერალი აღმოჩნდა, ვინც სტოკჰოლმის ტრადიციულ ზამთრის მეჯლისში მიიღო მონაწილეობა. ტრადიციულად ამ ღონისძიებაში მსოფლიოში ცნობილი მომღერლები არიან ჩართული, ამჯერად კი ქართველი მომღერლის ჯერი დადგა.

მეჯლისის შემდეგ ნოდიკოს საქართველოს საელჩოში მიღება მოუწყეს და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს.