13 თებერვალი, 2015

ნინო სურგულაძეს კონცერტს მიუძღვნიან

NINO123“მე მიყვარს კლასიკური მუსიკა” – ასე ჰქვია შემეცნებით პროგრამას, რომლის ეგიდითაც 13 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში მეექვსე სააბონემენტო კონცერტი გაიმართება.

მეექვსე კონცერტი ვოკალურ მუსიკას დაეთმობა, რომელიც მსმენელს ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე გააცნობს. კონცერტში მონაწილეობენ სალომე ჯიქია, გივი გიგინეიშვილი, ლაშა სესიტაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, მარიამ ნაჭყებია, გიორგი შარვაშიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა. წარმოდგენილი იქნება ვოკალური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები საუკეთესო შესრულებით.

კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა “მე მიყვარს კლასიკური მუსიკა” კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისა და მუსიკის ყველა მოყვარულისთვის.

2014/2015 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ტარდება 10 ერთსაათიანი საჯარო ლექცია-კონცერტების სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, რომელიც თავის მხრივსხვადასვა ჟანრს, სტილს, ეპოქას და კომპოზიტორებს გააერთიანებს.

თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები, მათ შორის, კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია, ლევან ცხადაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ანანიაშვილი და მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსებიც.