ნინო ქათამაძე დედებს უმღერებს

n1233 მარტს ნინო ქათამაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ის და ნიკოლოზ რაჭველი პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის “იავნანას” მხარდასაჭერად ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე. როგორც ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე აცხადებს, ეს იქნება კონცერტი იმ დედებისთვის, ვინც ოჯახური სითბოს გარეშეა დარჩენილი:

“ყოველ 3 მარტს ფონდი “იავნანა” საზოგადოებას სოციალურად დაუცველი და მზუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას სთხოვს, მაგრამ წელს, დედის დღეს გადავწვიტეთ მარათონი მივუძღვნათ ოჯახური სითბოს გარეშე დარჩენილ დედებს. მათი ისტორიები ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა აქვთ საერთო – ბედმა ისინი მოხუცთა თავშესაფარში შეახვედრა.

ჩვენ ყველანი ვშრომობთ, ვზრდით შვილებს, როგორც შგვიძლია ვზრუნავთ საზოგადოების განვითარებაზე და ძალიან სამწუხარო წარმოსადგენია, რომ ბევრი წლის შემდეგ, შესაძლოა მოვხვდეთ არა ცივილურ “ჰოსპისში”, სადაც თანამოაზრეებთან ერთად გავატარებთ დარჩენილ სიცოცხლეს, არამედ თავშესაფარში, სადაც უბრალოდ, შეგვიქმნიან ელემენტარულ საარსებო პირობებს.

ჩვენი მარათონის მიზანი ძალიან კონკრეტული იქნება: სახელმწოფოსთან, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად თავშესაფარს დავუმონტაჟოთ ცენტრალური გათბობის სისტემა. ასევე ყველას შევახსენოთ, საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ექცევა ის განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს.

3 მარტს გაიმართება ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი, სცენაზე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრიც იქნება სრული შემადგენლობით, რომელსაც “იავნანას” ერთგული მეგობრებიც შეუერთდებიან დიდი დღესასწაული იქნება. მუსიკისა და ადამიანურ სითბოს დღესასწაულის შექმნა მხოლოდ “ნამდვილებს” შეუძლიათ. დიდი მადლობა ნინოს, ნიკას და ყველა ჩვენს მეგობარს, რომ ისინი 3 მარტს ჩვენთან ერთად იქნებიან და დავეხმარებით იმ “დამსახურებულ” დედებს, ვინც ბედმა მოხუცთა თავშესაფარში მოახვედრა. მათი ოჯახი ჩვენ ვიქნებით, ყველანი ერთად!”