ნინო ბაშარული: ’’ეს რა უბედურებაა?!’’

basharuli2მომღერალი ნინო ბაშარული ქართველ მომღერლებს მიმართავს და ქართული სიმღერის პოპულარიზაციისკენ მოუწოდებს:

“ხალხნო, მუსიკისა და სიმღერის ოსტატებო!!! ეს რა უბედურებაა. იქნებ ვცდები, მაგრამ გადაცემა ვნახე, სადაც მომღერალს სთხოვენ უმღერეთ რამე ჩვენს ქართველ მაყურებელსო და ის მღერის ბიოსნსეს სიმღერას, თან თავმომწონედ… კი მარა დაილია ქართული სიმღერები თუ უცხოურით გამაკვირვებთ. უფრო პრესტიჟულია თუ რა?… შე დალოცვილო, ვერ ჩავარდები აღტაცებაში მე უცხოური ათასჯერ გადამღერებული სიმღერით და ჩემო ციცინათელა და სულიკო რომ მიმღერო ქართველ მაყურებელს, რომელსაც დიდი ხანია მსგავსი რამ აღარ სმენია, არ შეგიძლია? როდემდე უნდა ვიყოთ ჩაციკლულები უცხოურ სიმღერებზე. განა შეურაცხყოფას გაყენებთ, მაგრამ ღმერთმა დიდი ნიჭით დაგაჯილდოვათ და შექმენით რაღაც თქვენი. ნამდვილი და ახალი… გაგვაბედნიერეთ ქართული საზოგადოება შემოქმედებითი სიახლეებით, რა იქნება… მომასმენინეთ დალოცვილ ქართულზე თქვენი საკუთარი სიმღერა… ნუ გვიმახინჯებთ თაობას… გული მიკვდება, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდა აშოლტილი ლამაზი ქართველი გოგო მოდის და ვიღაც ჯასტინ ბიბერს უსმენს. ზუსტად ვიცი რომ გოგი დოლიძე არასოდეს სმენია და არც ჰამლეტ გონაშვილი და სხვანი… სიმღერას დიდი ძალა აქვს და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი მომავალ თაობას… მოდი რა, ნუ დაგვიმახინჯებთ ქართულ გენს… ხალხნო, თვითონ უცხოელები გიჟდებიან ჩვენს სიმღერებზე და ჩვენ რა გვეტაკა… რამხელა განძი გვაქვს და როგორ ვანიავებთ!!!”