Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინა სუბლატი ჟურნალისტებს გაუბრაზდა

2 თებერვალი, 2015

nina8მომღერალი ნინა სუბლატი ქართველ ჟურანლისტებს გაუბრაზდა. ევროვიზია 2015-ის ქართველი კონკურსანტი მედიის წარმომადგენლებისგან მეტ ინფორმირებულობას ან თუნდაც ელემენტარულ განათლებას ითხოვს:

“ჟურნალისტებო ჩვენი ქვეყნისა, როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი უცოდინრობა? როდესაც რაღაც საკითხზე ინტერვიუს გაკეთება გინდათ, ნუთუ მცირედი ინფორმაცია მაინც არ უნდა მოიპოვოთ?! ინჩი-ბინჩი მაინც არ უნდა იცოდეთ? დორბლიანი დოყლაპიებივით რომ ისვრით ამ კითხვებს! როდის მოვა დრო, რომ პოსტზე მხოლოდ პროფესიონალები დაინიშნონ და არა გამოშტერებული, ზარმაცი და უთავმოყვარეო ტიპები!

არ დავიზარებ და აუცილებლად დავპოსტავ ხოლმე ხიხო ჟურნალისტების მიერ დასმულ არაადეკვატურ კითხვებს, თან ლანძღვასაც დავურთავ სიამოვნებით.

განათლება აღარაფერ შუაშია, კონკრეტულ თემაზე როცა ინტერვიუ გინდა, აუცილებლად 5 წუთი მაინც უნდა დაუთმო თემასთან დაკავშირებული დეტალების მოძიებას. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ბეყეს შთაბეჭდილება არ დატოვო. მგონია, ჟურნალისტი თუ ხარ, ისეთი უნდა იყო, რომ ადამიანს მინიმუმ აფიქრებინო რომ ყველაფრის აზრზე ხარ, და მაქსიმუმ დაარწმუნო მაგაში.”