1 თებერვალი, 2015

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: ’’რაბათი ინგრევა!’’

rabat4საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ რეაბილიტირებული რაბათი უყურადღებოდ არის მიტოვებული და ამხელა ნაშრომი ხელისუფლებას თავზე ენრგრევა:

“რაბათის პროექტი რომ იგეგმებოდა მე და ვანო მერაბიშვილი მუხლამდე ტალახში ვბორიალობდით ყველა კუთხე კუნჭული რომ გვენახა, რუსის ჯარის “გოსპიტლის” საზიზღარი ნამუსრევიდან დაწყებული ქვედა რაბათზე, ზედა ციხის სიმაგრეებით დამთავრებული.

იმდენი ქნა, მთელი რეგიონის (და არა მარტო) განვითარება მიაბა ამ გრანდიოზულ პროექტს. რაბათის კი არა მთელი რეგიონის (და არა მარტო!) განვითარება იყო თვალნათლივი მიზიდულობის ამხელა ძალით.

დღეს რაღა ხდება? თავზე ენგრევათ ამხელა ნაშრომი და რეგიონი კი არა, გაჭირვებული ორი კინკილა თანამშრომელიც ვერ შეუნახიათ სათანადოდ. მოდი და ნუ გადაირევი!”