4 თებერვალი, 2015

ნატალი პორტმანი Dior-ის სახე გახდა

dior7Dior-მა ახალი სუნამო გამოუშვა და მასზე ორიგინალური რეკლამის გადაღებაც გადაწყვიტა. სუნამოს ახალ სახედ კი ცნობილი მსახიობი ნატალი პორტმანი შეარჩია.

ახალი სარეკლამო რგოლი, უბრალო ვიდეო არ არის, ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ მის მიერ გადადგმული მცდარი ნაბიჯი მთელი ცხოვრება არ ინანოს.

ვიდეორგოლის რეჟისორი ანტონ კორბეინია. მასში წარმოდგენილია ქალი, რომელიც არჩევანის წინაშეა – გათხოვდეს იმ მამაკაცზე, რომელიც არ უყვარს თუ დაელოდოს გულწრფელ გრძნობას და ემოციებს და საყვარელ ადამიანთან ერთად გაფრინდეს იქ, სადაც მეტი თავისუფლება და ულევი სიყვარულია.

კაბა, რომელიც ნატალი პორტმანისთვის შეიკერა, 600 საათიანი მუშაობის შედეგია. დიზაინერების მიერ კაბაზე განთავსებული ყველა ყვავილი სათითაოდ იქნა ამოჭრილი და კაბაზე დაკერებული.

Dior-მა უკვე გაავრცელა ახალი სუნამოს ვიდეორგოლი, რომელიც youtube-ზე დევს და მას 45 ათასამდე ნახვა აქვს.