5 თებერვალი, 2015

მიშა ზაქარიაშვილი: ნუ იყენებთ ხელოვანებს პოლიტიკისთვის!

zak3მომღერალი და სიმღერების ავტორი მიშა ზაქარიაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ იყენებენ ხელოვანებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის:

“მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, თავი შეიკავონ ხელოვანი ხალხის პოლიტიკაში გარევისგან! ნუ იყენებთ მათ გაჭირვებულ ფინანსურ მდგომარეობას, ნუ იყიდით ხელოვან ადამიანებს თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნუ აძულებთ თაყვანისმცემლებს მათ კუმირებს, დაუტოვეთ ხალხს რაღაცა წმინდა, პატიოსნება, პარტიოტიზმი, ის, რაც არანაირ კეთილდღეობაზე არ იცვლება რასაც სამშობლო ქვია! მათაც ოჯახები ჰყავთ. მე მესმის მათი მდგომარეობა, მესმის, რომ ძალიან უჭირთ, მაგრამ ესეც უნდა შევიგნოთ, რომ ეს წამიერი კეთილდღეობა დაღუპავს ჩვენს ქვეყანას, ნადგურდება მორალი, პატრიოტიზმი ნულს ქვემოთ ნიშნულზეა დაცემული, გაბოროტებულია მთელი ქვეყანა და ვინ უნდა მოუშუშოს ჩვენს ხალხს ტკივილი, ვინ უნდა დაუბრუნოს რწმენა ქვეყნის მომავლისა, ვინ უნდა უთხრას ხალხს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვინ უნდა გაუღვივოს პატრიოტიზმი მომავალ თაობას თუ არა ხელოვანმა ადამიანებმა? ჭეშმარიტი ხელოვნების არსიც ხომ ის არის რომ პატიოსნად ემსახურო შენს ერს, ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ მისაბაძი ადამიანები ხართ იმ ხალხის, რომლებიც თქვენ შემოქმედებაზე სწავლობენ ბევრ სიკეთეს, ქვეყნის სიყვარულს, თქვენ დიდი მისია გაკისრიათ ძალიან დიდი და ნუ გაიყიდებით! პოლიტიკოსებო, ნუ იყიდით ხელოვანებს, უბრალოდ ხელი შეუწყეთ პროფესიით თავი ირჩინონ და აკეთონ თავიანთი საქმე პატიოსნად!”