25 თებერვალი, 2015

მიშა მესხის გზავნილი საქართველოს

misha-mesxi4მსახიობი მიშა მესხი სრულიად საქართველოს საგანგებო გზავნილს უგზავნის:

“როგორც იქნა, ჯიგრებო გავიღვიძე, ძალიან დამწყდა გული რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა.

ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი, როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც როგორც იყო ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენს სამმილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა.

ვეცდებით, რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი“.