20 თებერვალი, 2015

მიშა გომიაშვილი: ’’რა უბედურება გვჭრის?’’

misha678მსახიობი მიშა გომიაშვილი ქართული საზოგადოებას მიმართავს:

“რა უბედურება გვჭირს? რატომ ვართ ასეთი შურიანები, ღვარძლიანები და ბოღმები? ქართველები წავიდნენ ოსკარის დაჯილდოებაზე, მისცემენ თუ არ მისცემენ ამას უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვენელობა, სკორცეზე, ტარანტინო და პაჩინო წერს თავის სივში რომ ნომინირებულები იყვნენ ოსკარზე! ეს იმათთვის, ვინც ვერ ხვდება რას ნიშნავს ოსკარზე ნომინირება.

ზოგს კაბა არ მოგვწონს, ზოგს სმოკინგი, ზოგს ფილმი და ზოგს საერთოდ თვითონ ფაქტი, რომ ოსკარის დაჯილდოებაზე წავიდნენ, რომელიმე ჩვენგანი რომ ყოფილიყო მათ ადგილზე არ წავიდოდით? უარს ვიტყოდით? რა მოხდა? პასპორტი დაკარგა! აუფფფფ… ეს როგორ გაბედა! რა მოხდა მერე? დიდი ამბავი. შეიძლება ამის გამო ადამიანს ლანძღვა დაუწყო?

და ყველაზე მეტად რა მაგიჟებს, მსახიობებს კი არ შურთ, ყოველ შემთხვევაშარ არავინ არ წერს ამას, კინოსთან და თეატრთან კავშირი რომ არა აქვთ ის ხალხია გაღიზიანებული და გაბოროტებული… როგორ თუ გაბედეს და წავიდნენო.. ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს ოსკარი ჩამოეტანოთ ბოღმა და შურიანი ხალხის ჯინაზე!”