24 თებერვალი, 2015

მიშა გომიაშვილი პატიებას ითხოვს

misha555მსახიობი მიშა გომიაშვილი პატიებას ითხოვს და ამისკენ სხვებსაც მოუწოდებს:

“მთელი ღამე არ მეძინა… დედას ვფიცავარ, მართლა ძალიან ვინერვიულე… ყველას გაგვიცრუვდა მოლოდინი, მაგრამ ხომ ხედავთ ეს ოსკარი და ყველა, თითქმის ყველა ფესტივალი და დაჯილდოვება პოლიტიკური ნიშნით მიდის… აბა რა არის?… მთელ მსოფლიოში ისეთ ფილმებს აჯილდოვებენ… თუ არა პოლიტიკა აბა “იდა” ისეთი ფილმია რომ გავგიჟდით? კი, კაი გაკეთებული კინოა… მორჩა… ამიტომ ნუ დაგვწყდება გული… ჩვენი ბიჭები რომ ჩამოვლენ მოვეფეროთ…. ხუთ ფილმში ქართული ფილმი იყო, რეჟისორი და სცენარისტი ქართველი, მსახიობები ქართველები, შემოქმედებითი ჯგუფი ქართველები… საქართველოში გადაღებული… მეტი რაღა?… მოვეფეროთ და რაც მთავარია, ახლა დამთავრდა მიტევების კვირა, მივუტევოთ ერთმანეთს… მე ყველას ვთხოვ პატიებას!”