6 თებერვალი, 2015

მიშა გომიაშვილი: ’’გავგიჟდი!’’

misha4მსახიობი მიშა გომიაშვილი ქართულ ტელევიზიებში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტენდენციებზე საუბრობს და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:

“სანამ უმცირესობაში არ აღმოვჩნდებით!!!

არ მოგწონს ტელე გადაცემაო? პულტი გაქვს, ღილაკი აქვს ბევრიო, გადართეო… გადავრთე, კიდე გადავრთე, კიდე გადავრთე, გადავრთე, გადავრთე, გავგიჟდი!!! რამდენი უნდა გადავრთო კაცო???? სადაც არ გადავრთე, უსქესო, გადაკეთებულ-გადმოკეთებული, უჯიშო, გაუნათლებელი წამყვან-სტუმრიანი, გადაცემა „თოქ შოუ“ შემრჩა. გადავრთავ რუსულ არხზე და პრორუსული ხარო!!!??? არ მირჩევნია პრორუსული ვიყო, ვიდრე პროპიდარასტული? დავიჯერო, რომ ეგენი უფრო საინტერესონი არიან ჩვენი ქვეყნის ტელე აუდიტორიისთვის ვიდრე მხატვრების, მსახიობების, კინოსა თუ თეატრის, სპორტისა თუ მეცნიერების წარმომადგენლების ცქერა, მათი მართლა საინტერესო აზრებისა და ამბების მოსმენა, მუსიკოსების, მომღერლების მოსმენა, ოღონდ მართლა მუსიკოსების და არა იმათი ვინც ჯემალ ბაღაშვილს, უტიფრად უმტკიცებენ რომ ფონოგრამაზე „პირის აყოლება“ უფრო რთულია, ვიდრე ცოცხლად სიმღერა… გადააყოლეს ეს ტელევიზია რეიტინგებს… ტრაკს თუ არ იძლევი, გადაკეთებული თუ არ ხარ, ძმაკაცის ცოლს თუ არ ხმარობ და თუ არავინ არ მოკალი, მდაბიო და ბანძი თუ არ ხარ, საინტერესო არ ხარ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის?

არა, ბატონო, ეგრე არ არის, ეს უფრო ღრმად ჩაფიქრებული, უფრო სერიოზულად მოფიქრებულია, მიზანდასახულად ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემატურად, ტვინს გვირეცხავენ, ზომბებად გვხდიან და არ მგონია რომ ჩვენს ტელევიზიებს ეს გაცნობიერებული ჰქონდეს, და თუ აქვს, მაშინ ამაზე დიდი დანაშაული თავის ერის წინაშე არავის ჩაუდენია. არის ასეთი პროგრამა, დიდი ხნის წინ შემუშავებული, სპეც სამსახურების მიერ. ეს არ იყო კერძოდ ჩვენი ქვეყნის დასანგრევად შემუშავებული, მაგრამ დღეს ამას ჩვენს მიმართ მშვენივრად იყენებენ.
რაც შეეხება ლგბტ -ს, რომელსაც ასე გვატენიან ამერიკა და ევროკავშირი, ჩვენ მათთვის ერთგავარი პოლიგონი ვართ.

და რაც მთავარია, პრობლემა ლგბტ საზოგადოებასთან ურთიერთობაში არის ის რომ, ისინი პროვოკაციულად იქცევიან, ისენი პროვოცირებენ სიტუაციებს რათა მოაჩვენონ თავი მსხვერპლად, მათ არავინ არ უშლის უყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთმა ერთმანეთი მოახმაროთ, მაგრამ ისინი აგრესიულად ახვევენ თავს უმრავლესობას თავიანთ ანუ უმცირესობის „ღირებულებებს“ და ამ ყველაფერში დიდ მხარდაჭერას ჩვენი ტელევიზიები უწევენ.

ეხლა ვიფიქროთ, საით მივძვრებით?”