14 თებერვალი, 2015

’’მანდარინები’’ ამერიკულ კინოგაქირავებაში გამოვა

mandarinebi777ზაზა ურუშაძის გახმაურებული ფილმი “მანდარინები” უახლოეს მომავალში ამერიკულ კინოგაქირავებაში ჩაეშვება.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი უცხოურ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართულ-ესტონური ფილმის კინოგაქირავებაში გაშვების უფლება Samuel Goldwyn Films-მა იყიდა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როცა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ამერიკულ კინოგაქირავებაში ჩაეშვება, თუმცა ცნობილია, რომ ეს წელს მოხდება.

მანამდე კი “მანდარინების” შემოქმედებით ჯგუფს წინ დიდი ვნებათაღელვა ელოდება – ფილმი ოსკარზეა წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში. წელს დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის კინოთეატრში გაიმართება.