14 თებერვალი, 2015

მანანა ბერიკაშვილს ქალიშვილი გაუთხოვდა

ana-berikashvili111კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს ერთადერთი ქალიშვილი გაუთხოვდა. ჯვრისწერის და ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი 14 თებერვალს სიყვარულის დღესასწაულზე გაიმართა.

ანო მაისურაძე მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობზე ნიკა ნანიტაშვილზე დაქორწინდა. ანო მოზარდმაყურებელთა თეატრში მიწვეული მსახიობია, ის დედის მანანა ბერიკაშვილის მიერ დადგმულ მიუზიკლში “ჩვენ გველის დიდება” თამაშობს.

ქორწინების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, წყვილმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

’’არტინფო’’ ულოცავს გაბედნიერებას ანო მაისურაძეს და ნიკა ნანიტაშვილს და ბედნიერებას და ულევ სიყვარულს უსურვებს.