4 თებერვალი, 2015

მაიკლ ჯექსონის რანჩოში თავშესაფარი გაიხსნება

jackson7პოპის მეფის მაიკლ ჯექსონის რანჩო Neverland მისი გარდაცვალების შემდეგ უფუნქციოდ არის დარჩენილი.

ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენი მზად არის ამ რანჩოში 40 მილიონი დოლარი გადაიხადოს და იქ გახსნას სარეაბილიტაციო ცენტრი იმ ბავშვებისთვის, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ბიზნესმენის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. მას დიდი სურვილი აქვს რანჩოში განთავსებული სათამაშო მოედნები, კინოთეატრი, მინი-ზოოპარკი თუ სხვა გასართობი საშუალებები ბავშვების რეაბილიტაციისთვის იქნას გამოყენებული.

ბავშვების თერაპიული კურსისთვის, ბიზნესმენი მზად არის აიყვანოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომლებიც მათთან იმუშავებენ და მისცემენ შანსს, დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

მაიკლ ჯექსონი ორჯერ წარსდგა სასამართლოს წინაშე არასრულწლოვან ბიჭუნებზე ძალადობის ბრალდებით. 1993 წელს მას 13 წლის ჯორდან ჩანდლერზე ძალადობა ედებოდა ბრალად. საბოლოოდ ჯექსონმა ოჯახს 22 მილიონი დოლარი გადაუხადა, ჯორდანმა კი უარი განაცხადა ჯექსონის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. 10 წლის შემდეგ, მომღერალი იგივე ბრალდებით სასამართლოში დაიბარეს. მას ამჯერადაც 13 წლის ბიჭი გევინ ავრიზო სდებდა ბრალს ძალადობაში. ორწლიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არასაკმარისი სამხილები არსებობდა და პოპის მეფე უდანაშაულოდ სცნო.

ორივე ბიჭუნა მაიკლ ჯექსონის რანჩოს ხშირი სტუმარი იყო. პოპი მეფის გარდაცვალების შემდეგ კი ჯორდან ჩანდლერმა აღიარა, რომ მომღერალს სექსუალურ ძალადობაში მამის გავლენით დაადანაშაულა.

Neverland-ის ყიდვის სურვილი სხვებმაც გამოთქვეს, ამიტომაც ბიზნესმენის შეთავაზება სერიოზულად არ განიხილება. სხვა მყიდველებს სურთ, რომ ნევერლენდში ყველაფერი ხელუხლებლად დარჩეს და იქ მაიკლ ჯექსონის მუზეუმი გაიხსნას.