Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლივ ტაილერი ბიჭის დედა გახდა

14 თებერვალი, 2015

taileri4444ჰოლივუდის მსახიობი ლივ ტაილერი დედა მეორედ გახდა. მას ბიჭი ვადაზე 6 კვირით ადრე გაუჩნდა. ბავშვის სქესის გაგება წინასწარ არც დედას სურდა და არც მამას, რაგან ეს მათთვის გადამწყვეტი არ იყო.

ბავშვის მამა მსახიობის ბიოფრენდი დეივ გარდნერია. ლივ ტაილერის ორსულობის შესახებ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, როცა მსახიობი ცდილობდა ოსტატურად დაემალა თავისი მუცელი მოშვებული ტანსაცმლით, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, პაპარაცებმა მაშინვე ეჭვი მიიტანეს მსახიობის ოსრულობაზე, რაც მალევე დადასტურდა კიდეც.

37 წლის ლივ ტაილერმა და სპორტულმა აგენტმა დეივ გარდნერმა შეხვედრები გასულ წელს დაიწყეს. დეივამდე მსახიობი როკ მუსიკოსზე როისტონ ლენგდონზე იყო გათხოვილი. მათი შვილი მაილო 2004 წელს გაჩნდა, ოთხი წლის შემდეგ კი წყვილი ერთმანეთს გაშორდა.

მსახიობის ახლანდელ ბოიფრენდს დეივ გარდნერსაც ჰყავდა წარსულში ოჯახი და ის ორი შვილის მამაა. ლივი და დეივი ერთმანეთს მოდელმა კეიტ მოსმა გააცნო, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ მათგან იდეალური წყვილი დადგებოდა.

ლივ ტაილერი ბოლო პერიოდში აქტიურად ალაპარაკდა დედური ჰორმონების გააქტიურების შესახებ, რამაც უფროს შვილთან კიდევ უფრო დააახლოვა და უთრიერთობებიც დაულაგა.