3 თებერვალი, 2015

ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა

lit-teatri3რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა.

წარმოდგენის თბილისური პრემიერა 11 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება.

შეკრებილი მაყურებლისთვის იზა ვეფხვაძე წარმოადგენს საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს “მთების ბალადა”. სპექტაკლი ლეგენდარულ მთამსვლელებს ალექსანდრა, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეებს ეძღვნება.

როგორც სპექტაკლის ავტორი განმარტავს, ეს წარმოდგენა მან ალექსანდრა ჯაფარიძის 120 წლის იუბილეს მიუძღვნა.

პირველად ლიტერატურული თეატრის ახალი სპექტაკლი “მთების ბალადა” ხარაგაულში გათამაშდა.