Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კულტურის სამინისტრო ავარიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს

7 თებერვალი, 2015

kkk6საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელზეც იმსჯელეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების რეაბილიტაციის შესახებ.

ინფრასტრუქტურული სახის საჭიროებების განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრის დროს განიხილა სამინისტროს ორგანიზაციების ინფრასტრუქტურული და სხვა საჭიროებები, განისაზღვრა პრიორიტეტები. პირველ ეტაპზე განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შემდეგი ორგანიზაციების შენობების რეაბილიტაცია: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული თეატრი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი“, რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპს გულისხმობს.

უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოების საჭიროების მქონე ნაგებობების შესახებ მასალის მოპოვება, ფოტოფიქსაცია ჩაუტარდა სარეაბილიტაციო შენობების დიდ ნაწილს.