13 თებერვალი, 2015

კულტურის მინისტრი გიორგი ნაკაშიძეს პასუხობს

kulturis-ministri888საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, მსახიობ გიორგი ნაკაშიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „მანდარინების“ შემოქმედებითი ჯგუფის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრების დაფინანსებას ეხება.

მიხეილ გიორგაძე:

– მიმდინარე საკითხების მოგვარება ერთმნიშვნელოვანდ ფილმის პროდიუსერის პასუხისმგებლობა არის. ზაზას მიერ გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი სრულად დაფინანსდა. რაც შეეხება ამ განსაკუთრებული წარმატების ჯეროვნად დაფასებას და აღნიშვნას, ამაზე მე და ზაზამ მოვილაპარაკეთ, რომ ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ამის თაობაზე ჩვენ ერთად განვაცხადებთ და მოვახსენებთ საზოგადოებას. იმისთვის, რომ არ გამომივიდეს თავის მართლებად, იმედი მაქვს, რომ ზაზა ამას დამიმოწმებს.