18 თებერვალი, 2015

კინომსახიობთა თეატრი ’’იავნანას’’ ეხმარება

iavnana123მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” ეხმარება. 19 თებერვალს თეატრი გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს “ბალადა ვეფხისა და მოყმისა” ითამაშებს.

სპექტაკლი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა და ააიპ „ვან გოგორმა“ ორი წლის წინ განახორციელა. იდეის ავტორი და მხატვარი ზურაბ გოგორიკიძეა, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ანდრო კლებანსკი, ქორეოგრაფები ვეკა პირმისაშვილი და ნათია მეტრეველი, კოსტიუმების შემქმნელი ხანა ანდრიაძე, ტექნიკური რეჟისორი ხათუნა ჯამათაშვილი, პროექტის კონსულტანტები ფოლკლორისტები ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე, ხოლო მუსიკალური გაფორმება გიორგი სიხარულიძესა და ანი მურღულიას ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ მზია არაბული, გუგა კახიანი, ანა მატუაშვილი, გაგი შენგელია, ვეკა პირმისაშვილი, ნათია მეტრეველი, ნანუკა კუპატაძე, ნინო იაშვილი, ანა–მარია გურგენიშვილი, სალომე დიდიძე, სალომე ცუხიშვილი და გვანცა ენუქიძე.